როტაცია მარჯვენა ფლანგზე
ვინ იმსახურებს მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობას?
იწყება ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ნაწილი სეზონისა: დაპირისირება "ატლეტიკოსთან", შეხვედრა "ბარსელონასთან" ლა ლიგაში, კოპა დელ რეის ფინალი ასევე "ბარსელონასთან", ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დაძაბული ტურები.
"რეალი" რათქმაუნდა ეცდება თითოეულ ჩემპიონატში, თითოეულ გუნდთან წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ამისთვის მაღალკვალიფიციური და სანდო ფეხბურთელები არიან საჭირონი. როგორც ჩანს, იტალიელ სპეციალისტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანდობს მაჯვენა ფლანგს, ფლანგს რომლისთვის ალვარო არბელოა და დანიელ კარვახალი ბრძოლობენ.
წინ ურთულესი შეხვედრებია: "შალკესთა", "ატლეტიკოსთან" და "ბარსელონასთან", მაგრამ პასუხგაუცემელია კითხვა: ვის აქვს მეტი ნდობა ანჩლოტისგან, გამოცდილ არბელოას, თუ პერსპექტიულ კარვახალს?
ბოლო დროს, კარლო მიმართავს ხშირ როტაციას მარჯვენა ფლანგზე. ორივე მცველს საკმარის დროს უთმობს და შედეგიანააც ასპარეზობენს, ისევე როგორც კასილასის და ლოპესის შემთხვევაშია.
რაც არ უნდა იყოს, იტალიელი სპეციალისტის ხელში ორი უმაღლესი დონის მარჯვენა მცველია, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაეხმარნონ გუნდს.
- 22 თებერვალი 2014
- 1 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.