დი მარიამ ყველაზე მეტი მატაჩი ჩაატარა
არგენტინელმა ნახევაარმცველმა წლევანდელ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის და თასის თამაშების ჩათვლით, 34 მატჩი ჩაატარა.
ყველასთვის ნათელია, თუ რაოდენ დიდ სამუშაოს ასრულებს ანხელი გუნდისთვის. იგი ფიზიკურად დაუღალავია და მოედნის ნებისმიერ ნაწილში შეუძლია გუნდის დახმარება. ბოლო პერიოდში, იგი ანჩელოტის ტაქტიკის საკვანძო ფიგურად იქცა და რაცარუნდა გასაკვირი იყოს, სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მისგან უჩვეულოა. დი მარიას 34 ჩატარებული მატჩი მოწმობს იმაზე, რომ გუნდისთვის იგი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და იტალიელის 4–3–3 ტაქტიკას იდეაულარ ერგება.
არგენტინელმა 22 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა(3 გოლი), 6 ჩემპიონთა ლიგაზე(3 გოლი) და 6 თასი(3 გოლი). მთლიანობაში ვინგერს 9 გოლი დაუგროვდა და ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია. მას მოსდევენ: სერხიო რამოსი,კეპლერ პეპე და ლუკა მოდრიჩი, რომელთაც 33 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს, მომდევნო კი რონალდუა, 32 ჩატარებული მატჩით.
წყარო: Realmadrid.com
- 22 თებერვალი 2014
- 1 766
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.