სერხიო რამოსმა გუნდის შანსები შეაფასა კლასიკოში

სერხიო რამოსმა ინტერვიუ მისცა "Sky TV"_ს, მან განიხილა "ბარსა" "რეალის" დაპირისპირება, რომელიც კვირას შედგება კამპ ნოუზე.

თავს როგორ გრძნობთ? საკმარისად კარგ ფორმაში ხართ სუპერ კლასიკოში სათამაშოდ?

ცოტა გამიგრძელდა ადაპტაციის პერიოდი ტრავმის შემდგომ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. მე შემიძლია დავეხმარო ჩემს კლუბს წარმატების მიღწევაში. კოპა დელ რეიზე განცდილი ფიასკოს შემდეგ გუნდი ორმაგ მოტივაციას გრძობს და ბევრად თავდაუზოგად ვარჯიშობს. ყველა მადრიდისტამ კარგად ვიცით ორივე ტურნირის მნიშვნელობა ლა ლიგისაც და ჩემპიონთა ლიგისაც. შევეცდებით მოვუმატოთ თამაშს და ბევრი გამარჯვება მოვიპოვოთ.

როგორ ითამაშებს "რეალი"?

ნებისმიერი მადრიდელი ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს დადებს მოედანზე, ეს ხომ ყველაზე პრინციპული შეხვედრაა ჩვენთვის. აუცილებელია გულშემატკივარს ბედნიერება მოვუტანოთ და გამარჯვების სიხარული ვაგრძნობინოთ სუპერ კლასიკოში. დღეს დღეობით კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ფანებში უფრო დიდი სიყვარულის და ნდობის მოსაპოვებლად ორმაგია გასაკეთებელი.

მწვრთნელს რა სურს, რომ გააკეთოთ?


მას რა თქმა უნდა გამარჯვება სწყურია ჩვენსავით... გუნდში უამრავი ახალი სისხლია, მათ კი დალაგება და შეთამაშება ესაჭიროებათ. პელეგრინის რამოდენიმე ტაქტიკა აქვს არჩეული, იგი თამაშიდან გამომდინარე გააკეთებს დასკვნებს და სწორად გვათამაშებს. ეს სამეფო კლუბია და აქ ყველაფერს 100%_ით დაზუსტება სჭირდება, ხოლო შემდეგ საქმის კეთება. მე ნამდვილად არ ვიცი რას ვიზამთ კამპ ნოუზე, მაგრამ იმედი მაქვს მწვრთნელისაც და ჩემი თანაგუნდელებისაც.

"ბარსელონა" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს... მათთან წინააღმდეგობის გაწევა ყველა გუნდს ძალიან უჭირს...

"ბარსა" მართლაც არაჩვეულებრივი გუნდია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ვინმეზე ნაკლები... ყველამ კარგად ვიცით მოწინააღმდეგის ფასი და ძლიერება. კატალონიელებს თამაშის მხრივაც ხშირად უმართლებთ, მაგრამ თუ ჩვენ კარგად ვითამაშებთ იღბალი ჩვენსკენაც გადმოიხრება. "ბლაუგნარას" შეტევების შეჩერება ურთულესია, ამის მიუხედავად ყველა მადრიდისტა ბოლომდე დაიხარჯება და ალბათ რეზულტატიც შესაბამისი იქნება.

ალბათ კლასიკოს მოუთმენლად ელის ყველა "ბლანკოსელი"...

რა თქმა უნდა. ყველა მომავალზე ვფიქრობთ და ყოველდღე ვაკვირდებით საკუთარ თავს, რა შეცდომასაც დავუშვებთ მის აღმოფხვრას ვცდილობთ. ელ კლასიკო ნებისმიერი სხვა თამაშისგან განსხვავდება, თავისი მოტივაციით, მნიშვნელობითა თუ დაინტერესების მიხედვით...

ორივე გუნდიდან მრავლად არიან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები, ალბათ გისაუბრიათ სუპერ დაპირისირებაზე...


ჩვენ ხშირად ვხუმრობთ კლასიკოზე, მაგრამ კვირას ერთმანეთის მეგობრობას დავივიწყებთ და "ბარსა"–"რეალის" დაპირისპირების წესებით გავალთ მოედანზე. დარწმუნებული ვარ კატალონიელებიც ბოლომდე დაიხარჯებიან...

რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს თამაში?

იმიტომ, რომ ეს ორი დიდებული კლუბი ოდითგანვე ერთმანეთის ყველაზე დიდი მეტოქენი იყვნენ. სწორედ "თეთრები" და კატალონიელები უწევდნენ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ერთმანეთს ნებისმიერ თასზე. ბევრს ეს დაპირისპირება სიძულვილში აქვს გადასული, მაგრამ ეს არ არის სწორი, ფეხბურთი მეგობრული თამაშია... მე კარგად მახსოვს კაპელოსთან ერთად ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვება, მაშინ უბედნიერესი ვიყავი, იმედია ახლაც ასე იქნება. კამპ ნოუზე თამაში ურთულესია, გულშემატკივარი კი დიდებული...

თუ თავენ მარჯვენა ფლანგზე ითამაშებთ, მაშინ ანრის წინააღმდეგ მოგიწევთ ასპარეზობა...

ტიერი კარგი ფეხბურთელია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება... ანრისტან ბრძოლა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი გუნდისთვის.

რას ფიქრობთ ინიესტაზე?


ვფიქრობ, რომ იგი პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ურთულესი მისია ეკისრება იმ ფეხბურთელს ვისაც ანდრესის წინააღმდეგ უწევს თამაში. იგი სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია, მისი შესაძლებლობები ექსტრაორდინალურია.

მესი კი ალბათ ყველაზე ძლიერია "ბარსაში"...


მესიც ინიესტასავით მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. მასთან ბრძოლა ფაქტიურად წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ გვყავს კაკა, რონალდო ბენზემა, ესეც არანაკლებ შთამბეჭდავია. ეს ფეხბურთლები ერთმანეთისგან სტილით განსხვავდებიან, მაგრამ თამაშის საკუთარ თავზე აღება ყველას შესანიშნავად შეუძლია.

თქვენი თანაგუნდლები დიდ დატვირთვას იღებენ ფიზიკურად. რონალდო ფაქტირუად "ცხოველია". ხომ არ ფიქრობთ, რომ იგი თქვენზე ძლიერია?

მეც და რონიც პროფესინალები ვართ, იგი მსფოლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ის მართლაც ყველაზე მაგარია, პორტუგალიელს ყველაზე დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენთვის.

კაკას შესაძლებლობებიც არანაკლებია... მას ზიდანსაც ადარებენ...

ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ. რიკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამჟამინდელი "რეალის" ლიდერიც, მაგრამ ზიზუ სულ სხვა განზომილებაა...



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 26 ნოემბერი 2009
  • 2 250
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)