საზაფხულო გრაფიკი გაწერილია
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა უკვე იციან, თუ რომელ გუნდებს დაუპირისპირდებიან ზაფხულის წინასასეზონო მომზადებისას, რომელსაც კოლექტივი ამერიკაში გამართავს...
ანჩელოტის შეგირდების პირველი მეტოქე მილანის ინტერი იქნება, შეხვედრა 27 ივლისს არის დაგეგმილი. მეორე დაპირისპირებას გუნდი რომის რომას წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 30 ივლისს ჩაინიშნა.
მომდევნო დაპირისპირებები აგვისტოს თვეში გაიმართება, სამეფო კლუბს კი საკმაოდ სოლიდური მეტოქეები ეყოლება მანჩესტერ იუნაიტედის, მილანის მილანის, ოლიმპიაკოსის, მანჩესტერ სიტისა და მერსისაიდული ლივერპულის სახით.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე "მერენგებს" საკმაოდ ცხელი ზაფხული ელით პრესეზონის სახით, რომელმაც სეზონის სტარტზე აუცილებლად უნდა გამოიღოს სათანადო შედეგი.
- 21 თებერვალი 2014
- 3 050
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.