გარსია რამონი : "იკერის წასვლა "რეალს" დაღს დაასვამს"
მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელის მარიანო გარსია რამონის განცხადებით, კარლო ანჩელოტის მხრიდან იკერ კასილასის იგნორირება სრული სისულელეა და ეს გუნდს კარგს არაფერს მოუტანს...
"სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კვლავაც აგრძელებს მეკარეთა როტაციას და იკერ კასილასი გუნდის მეორე კიპერად ჰყავს გამწესებული, რაც ჩემი აზრით დამღუპველია. არ შეიძლება კოლექტივის ავტორიტეტი და სიმბოლო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოდეს."
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კასილასი ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და მთავარი კიპერია."
"ვგონებ, იკერის გული და სული სწორედ "ბლანკოსი" გახლავთ, დარწმუნებული ვარ ესპანელს მადრიდის დატოვების იდეა არასდროს მოსვლია თავში, მაგრამ თუ სიტუაცია არ გამოსწორდება ზაფხულში იგი აუცილებლად წავა, რაც "მერენგებისთვის" კატასტროფის მომასწავებელი იქნება, ამის თქმა თავაწეულს შემიძლია."
"ვფიქრობ ცვლილებებია გასაკეთებელი, სხვა შემთხვევაში მადრიდული გიგანტის გზა წინ ვერ წავა და დიდ არეულობას ექნება ადგილი."
- 21 თებერვალი 2014
- 2 207
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.