რამოსი დერბისთვის დაისვენებს
გადაწყვეტილია, კარლო ანჩელოტი შაბათისთვის გასამართ მატჩზე "ელჩეს" წინაამდეგ, სერხიო რამოსს დაასვენებს.
როგორც ჩანს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს გადაწყვეტილი აქვს, რომ "ელჩესთან" დაპირისპირებისას, დაცვის ცენტრში ვარანი ათამაშოს, რომელიც სამეფო თასის განმეორებით მატჩშიც ვიხილეთ, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ახალგაზრდა ფრანგს სათამაშო დრო სჭირდება, მაგრამ დიდი დატვირთვაც სახიფათო იქნება, მისი მუხლისთვის.
დასვენებას, რომელიც რამოსმა დაიმსახურა, ხელს უწყობს გაფრთხილებების რაოდენობაც. თუ ესპანელმა კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო, დერბის გამოტოვება მოუწევს, ამიტომაც კარლომ ყველა არასასიამოვნო მოვლენა თავიდან აიცილა და სერხიოს დასვენების საშუალება მისცა.
აქვე გეტყვით, რომ ამ სეზონში რამოსმა, 5 მატჩი გამოტოვა. აქედან 2 დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო სამჯერ მწვრთნელის გადაწყვეტილებით.
წყარო: realmadrid.ru
- 20 თებერვალი 2014
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.