არბელოა "კლასიკოს" მოლოდინში

მადრიდის "რეალის" მცველი ალვარო არბელოა "ბარსელონასთან" მატჩის წინ Goal.com-ს გაესაუბრა.

Goal.com: "ციურიხთან" მატჩი დაგეხმარებათ "ბარსელონასთან" თამაშისთვის?

არბელოა: ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ მატჩში მოვიპოვეთ სამი ქულა. ახლა ფაქტიურად გავედით ჯგუფიდან. ეს რა თქმა უნდა მორალურად აგვამაღლებს "ელ კლასიკოს" წინ.

Goal.com: მიუხედავად იმისა, რომ ლიდერობთ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, მაინც გაკრიტიკებენ. ამასთან ერთად ჩემპიონატში ბოლო 18 წლის მანძილზე საუკეთესო სტარტი გქონდათ. ეს კრიტიკა გაღელვებთ?

არბელოა: არა, ჩვენ არ ვისმენთ კრიტიკას. ვიცით, რომ უფრო კარგად და ლამაზად შეგვიძლია თამაში. დარწმუნებული ვარ მალე ჩვენი თამაში შეუდარებელი იქნება. სწორედ ეს სურთ ჩენს გულშემატკივრებს.

Goal.com: პირველად გიწევთ "კლასიკოში" თამაში. რას გრძნობთ მატჩის წინ?

არბელოა: ძალიან მსურს ამ შეხვედრაში თამაში. ეს იქნება დაუჯერებელი შეხვედრა, რომელიც გულშემატკივრებს ბევრ ემოციას დაუტოვებს.

Goal.com: ასეთ მატჩებში არსებობენ ფავორიტები?

არბელოა: არა, ვფიქრობ ასეთ მატჩებში ფავორიტებზე არ უნდა იყოს საუბარი. არ ვთვლით თავს "ბარსელონაზე" სუსტად. შეგვიძლია "კამპ ნოუზე" გამარჯვების მოპოვება.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 26 ნოემბერი 2009
  • 3 212
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 რაფინია 2
3 ობამეიანგი 2
4 რობერტო 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (218)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)