„რეალი“ პოგბაში 60 მილიონს იხდის
პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება. „ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის გასაკეთებლად 60 მილიონ ევროს ამზადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა პოგბას შესაძლო ტრანსფერი კონტროლზე აიყვანა. მანამდე ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
20 წლის პნიჭიერის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ: „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
- 20 თებერვალი 2014
- 2 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.