მორატას საქმე უკან მიდის
მას შემდეგ, რაც ხესე როდრიგესმა თითოეული მადრიდისტას გული დაიპყრო, ალვარო მორატას საქმე უკან-უკან მიდის...
სეზონის სტარტზე კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა კასტილიელს გაცილებით უფრო დიდ ნდობას უცხადებდა, ვიდრე ახლა.
ხესე როდრიგესის ტალანტის ნაპერწკალი ყოველთვის სჩანდა, თუმცა როგორც ჟოზე მოურინიო, ასევე კარლიტო მეტწილად მორატას პერსონაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.
არასწორი ვიქნებით, თუ ამ ეტაპზე შექმნილ სიტუაციას მთლიანად როდრიგესს დავაბრალებთ, თუმცა მას მორატას უთამაშებლობაში გარკვეული წვლილი მაინც მიუძღვის.
რა ხდება ესპანელი ახალგაზრდის თავს ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტი ის გახლავთ, რომ კარიმ ბენზემას არყოფნის შემთხვევაში ფრანგის პოზიციას არა ალვარო, არამედ ისკო ალარკონი იკავებს, რომელიც "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე და შედარებით სიღრმიდან უტევს.
2014 წელი კანტერანოსთვის მეტისმეტად უიღბლოდ დაიწყო, მას ფაქტიურად საერთოდ არ ეძლევა თამაშის შანსი, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე კი საუბარი ზედმეტია. ბოლო 2 თვეში ესპანელის ანგარიშზე მხოლოდ 19 წუთია გახლავთ.
შედის მორატა ანჩელოტის გეგმებში? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მთავარმა მწვრთნელმა უნდა გასცეს, რადგან ახალგაზრდა წინახაზელის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კატასტროფის ტოლფასი იქნება, აქედან გამომდინარე გუნდმა ზაფხულამდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
- 19 თებერვალი 2014
- 2 261
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.