ბენზემამ ხავი ვირტუალურად დაამარცხა
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ "ბარსელონას" ნახევარმცველი ხავი ვირტუალურ ფეხბურთში დაამარცხა.
"ელ კლასიკო" ახლოვდება. დღეს ქარიმ ბენზემამ და ხავი ერნანდესმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს "FIFA2010"–ში. მატჩი ქარიმის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. სამივე გოლი კრისტიანო რონალდოს ანგარიშზეა. ამ კვირას კი ვირტუალური ფეხბურთი რეალურში გადაიზრდება.
ხავიმ და ბენზემამ გადაწყვიტეს ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ კომპიუტერულ თამაშ "FIFA2010"-ში. ფრანგ ფორვარდს შეეძლო ესპანელი ნახევარმცველისთვის თვალის დევნება კამერის საშუალებით.
პირველ ნახევარში ბენზემასა და მარსელოს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები. მეორე ტაიმში კი კრისტიანო რონალდომ შოუ დადგა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ყოველ გოლზე მადრიდელთა ფორვარდი იღიმებოდა და ხავის უყურებდა ეკრანში.
დასრულების შემდეგ ბენზემამ პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ეს უბრალოდ ვირტუალური თამაში იყო და მას სურს, რომ ეს რეალურადაც განხორციელდეს.
ქარიმმა განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია "კამპ ნოუზე" გამარჯვების მოპოვება.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 26 ნოემბერი 2009
- 4 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.