ალვეში და პიკე "ელ კლასიკოს" წინ
"ბარსელონას" მცველები დანი ალვეში და ხერარდ პიკე "ელ კლასიკოს" წინ...
დანიელ ალვეშისთვის კრისტიანო რონალდოს დაბრუნება სასიამოვნო ინფორმაცია აღმოჩნდა.
"ძალიან მსურს რონალდომ ითამაშოს "კამპ ნოუზე", რადგან ასეთ თამაშებში უნდა ითამაშონ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა" – აცხადებს ბრაზილიელი მცველი.
"სწორედ "ბარსელონა" იბატონებს ამ მატჩში".
ალვეში თვლის, რომ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ჯერ კიდევ არ არიან გამოსულნი შოკიდან 2:6 ანგარიშის შემდეგ.
"რეალის" ფეხბურთელი რომ ვიყო, "კამპ ნოუზე" ჩამოვიდოდი შურის საძიებლად გასული სეზონის შედეგის გამო".
"ინტერთან" მატჩმა ყველას აჩვენა, თუ როგორ იდეალურად შეგვიძლია თამაში".
ასევე "El Mundo Deportivo"-თან ინტერვიუში "ბარსელონას" მეორე მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ "კლასიკოს" სწორედ მისი გუნდი მოიგებს.
"მე მჯერა საკუთარი გუნდის. ჩვენ მეტოქისგან განსხვავებით შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რათა გავიმარჯვოთ" – აცხადებს ესპანელი მცველი.
"ვფიქრობ, "რეალი" გასული წლისგან განსხვავებით უფრო კარგად იცავს თავს. ისინი კარგად თამაშობენ კონტრშეტევებზე. წელს გაგვიჭირდება როგორც ჩვენ, ასევე "სამეფო კლუბსაც". მათი ფეხბურთელები ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში არიან".
"არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება. უბრალოდ მსურს გავიმარჯვოთ. ანგარიშს მნიშნელობა არ აქვს".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 26 ნოემბერი 2009
- 2 607
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.