ზეედორფი : "კარლოსგან ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ"
იტალიური მილანის მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტი მისი კუმირია...
"იტალიელი სპეციალისტი ჩემთვის ყოველთვის პატივსაცემი პიროვნება იყო, ჩვენ ერთად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის ჩემპიონატის თასები და არაერთი სიხარული გავუზიარეთ ერთმანეთს."
"კარლოს ნომერ პირველ ტაქტიკოსად მივიჩნევ. ვთვლი, რომ იტალიელს ფეხბურთელებს შორის იდეალური სივრცეების მოძებვნა შეუძლია."
"ჩემპიონთა ლიგა მილანისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველანაირად ვეცდებით რაც შეიძლება წინ წასვლას, ჩემპიონობის შანსი ისევე როგორც ყველა გუნდს, ჩვენს გვაქვს, თუმცა დღევანდელ "როსონერის" ბევრი რამ აქვს დასახვეწი პირველობის მისაღწევად."
"ანჩელოტისგან ყოველთვის ვიღებდი რჩევა-დარიგებებს როგორც ფეხბურთელი, ახლა კი მწვრთნელის რანგში ვარ ანალოგიურ სიტუაციაში."
- 18 თებერვალი 2014
- 1 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.