"ელ კლასიკოსთვის" მზადება
დღეს მადრიდელებმა ვარჯიში გამართეს "ელ კლასიკოს" წინ. გუტი, სერხიო რამოსი, ვან ნისტელროი, ალბიოლი და მეცელდერი სპორტდარბაზში ირჯებოდნენ.
"ელ კლასიკო" ახლოვდება და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები მზადების პროცესში არიან. ვან ნისტელროი, მეცელდერი, გუტი, სერხიო რამოსი და ალბიოლი სპორტდარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ. ალბიოლი და რამოსი მიკრო ტრავმებს იშუშებენ.
"რეალი" ლიდერობს როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ასევე ლა ლიგაშიც. ისინი ემზადებიან "ბარსელონასთან" საბრძოლველად.
გარაი, გაგო, დრენტე, დიარა, კრისტიანო რონალდო, გრანერო, ბენზემა და ვან დერ ვაარტი ძალების აღსადგენ ვარჯიშებს აკეთებდნენ. დუდეკსა და ადანს მეკარეების მწვრთნელი ავარჯიშებდა.
რამოსი, ალბიოლი, მეცელდერი, გუტი და ვან ნისტელროი ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ. პელეგრინი მათ თვალყურს ადევნებდა.
რაულ ალბიოლმა "ციურიხთან" მატჩი ტრავმით დაასრულა. ექიმები დაადგენენ მისი დაბრუნების ზუსტ თარიღს.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 26 ნოემბერი 2009
- 2 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.