კარვახალი: „ანჩელოტი მოდუნების საშუალაბს არ გვაძლევს“
სამეფო კლუბის განაპირა მცველმა, მადრიდის ერთ-ერთ მაღაზიაში, ახალი ბუცები (Nike Tiempo 5) წარადგინა.კარვახალს ჟურნალისტების კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.
„შალკე:“ „გელზენკირხენული გუნდი შრომისმოყვარე და კარგად დაკომპლექტებულია.მათ დაცვის ხაზში მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიან, ხოლო შეტევაში საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან.ფარფანი და დრაქსლერი სახიფათო მოთამაშეთა რიგებს მიეკუთვნებიან, თუმცა მოედანზე 100 პროცენტით დახარჯვის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩება.ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვეხერხება.“
პერსონალური კარიერა: „1 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა მშობლიურ კლუბში დავბრუნებულიყავი.საბედნიეროდ, მწვრთნელის ნდობით ვსარგებლობ.ჩემს პოზიციას ხშირად ეხება როტაცია, თუმცა მუდმივი მზადყოფნა მმართებს.“
ბრძოლა ტიტულისათვის: „მომავალ უქმეებზე მორიგი ქულების აღებას ვგეგმავთ.პრიმერა ძალიან დაძაბულია, თუმცა მეტოქეებზე არ ვფიქრობთ, რამეთუ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“
ხესეს თამაში: „გამომდინარე იქედან, რომ როდრიგეს ჩინებულად ვიცნობ, მისი ბრწყინვალე თამაში არ გამკვირვებია.ხესე დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია.ის შესანიშნავ კონდიციებში იმყოფება, რაც პირდაპირ გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.“
ნაკრებში გამოძახება: „ხესეს კარგი მომენტი უდგას, თუმცა აღნიშნულ საკითხს დელ ბოსკე წყვეტს.რაც შემეხება მე, მთლიანად კონცეტრირებული ვარ სამეფო კლუბსა და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებზე.ბუნებრივია, თუ გამომიძახებენ, დიდი სიხარულით მივიღებ მორიგ გამოწვევას.“
წარმატების გასაღები: „ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ვცდილობთ, მაქსიმუმის გაკეთებას.სეზონის დასაწყისში, ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი ადაპტაციის პროცესში ვიყავით.“
ხესე სასტარტოში?: რატომაც არა? ის განვკუთვნილ დროს თავის სასარგებლოდ იყენებს.აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს დიდი რესურსი აქვს კადრების თვალსაზრისით.ანჩელოტი ხშირად მიმართავს როტაციას, რაც მოდუნებას საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.“
ოცნება: „რასაკვირველია, ჩემი ოცნება „რეალში“ ყოფნა გახლდათ.ახლა მინდა, რომ ბევრი ტიტული მოვიგო გუნდთან ერთად და სიამოვნება მივიღო აქ გატარებული ყოველი წუთისგან.“
გადამწყვეტ მატჩებში თამაში: „როგორც იცით, არბელოა და მე კონკურენტები ვართ.მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას, სად და როდის გვათამაშოს.აქედან გამომდინარე, ვენდობი და პატივს ვცემ მის აზრს.“
ანჩელოტი: „მისი მისამართით საქებარი სიტყვების გარდა არაფერი მეთქმის.ის იგივე პერსონაა ჩვენთვის, როგორიც პრესკონფერენციებზე.ყოველთვის დადებითი აურა შემოაქვს და გულგაშლილია.“
ტრიპლეტი: „ბუნებრივია, ჩვენი მიზანია ტრიპლეტი, თუმცა ამის განხორციელება საკმაოდ რთულია.ვეცდებით, ყველგან და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ და სეზონი შესაშური ტრიუმფით დავასრულოთ.“
AS
- 17 თებერვალი 2014
- 1 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.