პელეგრინიმ კრიშტიანუს ხოტბა შეასხა
„მან.სიტის“ მოქმედმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ, პორტუგალიელი გოლეადორის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„რონალდუ მსოფლიო დონის ფეხბურთელია.მან უბრალოდ წარმოუდგენელი ციფრები დადო სამეფო კლუბში.ვფიქრობ, გამიმართლა, რომ მასთან ერთად მუშაობა მომიწია.კრიშტიანუში ექსტრაორდინარ პროფესიონალს ვხედავდი, რომელიც ვარჯიშებზე პირველი მოდიოდა და შემდეგ ბოლო მიდიოდა.მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შემიძლია პორტუგალიელზე.“
„ერთი სიამოვნება იყო მადრიდულ გრანდში მუშაობა.ნორმალური ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტთან და ეს მახარებს.უკეთესი იქნებოდა უფრო დიდი ხნით რომ გავჩერებულიყავი „რეალში,“ მაგრამ ეს უკვე წარსულია.“
MARCA
- 16 თებერვალი 2014
- 3 167
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.