რა უჯდება პერესს „რეალის“ შენახვა?
გერმანული ჟურნალის Sport Bild-ი საინტერესო ციფრებს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინო პერესს, პირველი გუნდის შენახვა 200 მლნ. ევრო უჯდება.კონკრეტულად, წელიწადის განმავლობაში, 183.93 მლნ. ევრო „რეალის“ მთავარი შემადგენლობის 23 ფეხბურთელისთვისაა განკუთვნილი (აქედან 17 მლნ. მხოლოდ რონალდუ იღებს, ხოლო 11 მლნ.-ს ბეილი), ხოლო 15.5 მლნ. კარლო ანჩელოტისთვის, რომელიც პრიმერას მაშტაბით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი დამრიგებელია (ტატა მარტინოს 5.4 მილიონს უხდიან, ხოლო სიმეონეს 2.5).
როგორც ცნობილია, მიუნხენის „ბაიერნი“ 3 მლნ.-ით მეტს ხარჯავს ხელფასებში, თუმცა ეს რეკორდული მაჩვენებელი როდია, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ აღნიშნულ კომპონენტში პირველები არიან (ციფრები დაუზუსტებელია).
AS
- 16 თებერვალი 2014
- 4 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.