ანჩელოტი: „ბენზემა სასარგებლოა გუნდისთვის.“
„ხეტაფესთან“ დაპირისპირებამდე, ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
რონალდუს დისკვალიფიკაცია: „სპორტის დისციპლინარულ კომიტეტში სამშაბათს გაიმართება სხდომა.უცნაურია, რატომ გაიწელა ვადები.კრიშტიანუმ კარგად ითამაშა „ატლეტიკოსთან“ და უკმაყოფილოა, რამეთუ ყველა პაექრობაში სურს მონაწილეობის მიღება.“
სამეფო თასის ფინალის თარიღი: „იმედია, გუნდებისათვის ხელსაყრელ დღეს დანიშნავენ ფინალს.უმჯობესია, თუ თამაშამდე 1 კვირა გვექნება მოსამზადებელი, თუმცა ბიჭები 7 დღის განმავლობაში 2 მატჩის ჩატარებას მიჩვეულნი არიან.“
ვარანი: „საბედნიეროდ, მუხლს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალინდელ თამაშს სათადარიგოდან დაიწყებს.“
ბენზემას გახანგრძლივება: „კარიმს დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის პრეროგატივაა და არა მწვრთნელის.“
კოენტრაუ და მარსელო: „მორატას, რონალდუსა და შესაძლოა კარვახალის გარდა, რომელმაც დერბი მცირე დაზიანებით დაასრულა, ყველა მზადყოფნაშია.“
მეტოქე: „პრიმერაში ადვილი თამაშები არ არსებობს.„ხეტაფეს“ ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა.ვეცდებით, საუკეთესოდ ვითამაშოთ და მორიგი ქულები ჩავიწეროთ აქტივში.“
600 ევროიანი ჯარიმა ხულიგნობისთვის: „ასეთ თემებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“
მეკარეების როტაცია მილანში: „მაშინ, ძირითადში აბიატი იდგა, რომელიც დაიმტვრა და დიდათი ჩავანაცვლეთ.ეს უკანასკნელი კარგად გამოიყურებოდა, რისი წყალობითაც გუნდში დავტოვეთ.მადრიდის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.განაკრგულებაში მყავს 2 მაღალი დონის მეკარე და ვცდილობ, სამართლიანი ვიყო მათთან მიმართებაში.არსებული სიტუაცია კიპერებს მოტივაციას მატებს.“
ისკოს საკითხია: „ეს ტაქტიკური კითხვაა, რამეთუ ის კომფორტულად ვერ გრძნობს თავს მიმდინარე წყობაში.„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესი იყო მოედანზე.მან ბევრი გოლი გაიტანა, როდესაც გუნდს უჭირდა სეზონის დასაწყისში.ბუნებრივია, ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა დაამტკიცა, რომ სათამაშოდ მზადაა.“
მინი კლასიკო: „მადრიდელები საშინელი დასაწყისის შემდეგ გონს მოდიან.ვფიქრობ, ბიჭები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ამოვიდნენ გასავარდნი ზონიდან.რა თქმა უნდა, თამაშს მივადევნებ თვალს.“
AS
- 15 თებერვალი 2014
- 2 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.