გავილანი : "ნებისმიერ დერბიში ყველაფერია მოსალოდნელი"
ხეტაფეს ფეხბურთელის, გავილან მარტინესის აზრით მადრიდულ დერბიში ყოველთვის ყველაფერი მოსალოდნელი...
"ესპანეთის დედაქალაქს რამდენიმე კლუბი ჰყავს, რომელთა დაპირისპირება ყოველთვის დიდი ყურადღების ქვეშ არის. მინდა გითხრათ, რომ თანაქალაქელთა დაპირისპირებაში ნებისმიერ დროს შესაძლოა მოვლენების შეცვლა."
"მსურს გავიხსენო ატლეტიკოსა და რეალის დაპირისპირებები, ბოლო დროის "როხიბლანკომ" ნამდვილად დაჯაბნა "ბლანკოსი", თუმცა სამეფო თასის 1/2 ფინალში ანჩელოტის გუნდმა ქვა ქვაზე არ დატოვა და ვიზავი მიწასთან გაასწორა, ალბათ უკიდურესად ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა იმას, რომ პერესის გუნდი ორი მატჩის ჯამში 5:0-ს დააფიქსირებდა."
"ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ვიცით, რომ სტადიონზე არცერთი თავისუფალი ადგილი არ იქნება, აქედან გამომდინარე გულშემატკივართა იმედიც გვაქვს."
"ხეტაფეს საშინაო არენაზე ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია კარლოს გუნდს ქულები დავაკარგინოთ და ჩვენი სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ."
- 15 თებერვალი 2014
- 1 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.