ესპანეთში კარიმის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობენ
როგორც ჩანს მადრიდის რეალსა და კარიმ ბენზემას შორის ახალი კონტრაქტი დაიდება...
ცხრიანს ამჟამინდელ კლუბთან 6 წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული, ფრანგმა ფორვარდმა ესპანეთის დედაქალაქს 2009 წელს მიაშურა და გუნდში უკვე მეხუთე სეზონს ატარებს, სწორედ აქედან გამომდინარე ზაფხულში მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება, რადგან წელიწადნახევარში წინახაზელს ვადა ეწურება.
მიმდინარე სეზონი ბენზემასთვის საკმაოდ ნაყოფიერია, იგი კარლო ანჩელოტის ხელში უფრო სხვა სტილში თამაშობს და გოლების გატანასაც ახერხებს, თუმცა იმაზე ყველა თანხმდება, რომ მოლოდინი სრულად ნამდვილად ვერ გაამართლა, მასში მსოფლიოს ნომერ პირველ დამრტყმელს ხედავდნენ, თუმცა ტყუილად.
სავარაუდოდ ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე თვეში გაიმართება და სწორედ იქ გადაწყდება თუ რამდენი წლით გახანგრძილევდება შეთანხმება, სავარაუდოდ ახალი კონტრაქტი 4 წლიანი იქნება.
მადრიდის რეალის პრეზიდენტისთვის ბენზემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს არსენალის ხელმძღვანელობას, მისი შეძენა საფრანგეთის დედაქალაქშიც სურთ.
- 15 თებერვალი 2014
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.