„რეალი“ საუკეთესოა პრიმერაში
2014 წელს, სამეფო კლუბი საუკეთესო შედეგის მქონეა, პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლებში.
ანჩელოტის დამოძღვრილებმა, ჩატარებული 6 თამაშიდან, 5 თავის სასიკეთოდ დაასრულეს, ხოლო ერთხელ ყაიმს დასჯერდნენ (16 ქულა).საინტერესოა, რომ მეორეზე „ვილიარეალი“ მოდის, რომელიც 4 მოგებასა და 2 მარხს მოითვლის (12 ქულა), ხოლო მესამე პოზიციას, 11-11 ქულით, „ბარსელონა,“ „ატლეტიკი,“ „ბარსელონა,“ „ვალენსია“ და „ატლეტიკო“ იყოფენ.
მოგეხსენებათ, წარმატებული სერია „სელტასთან“ დაიწყო (3-0).6 დღის შემდეგ, „თეთრებმა“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს „კორნელია ელ პრატზე“ (0-1), ხოლო მომდევნო უქმეებზე, სტუმრად გაანადგურეს „ბეტისი“ (0-6), რასაც შემდეგ შინ „გრანადას“ დამარცხება (2-0) მოჰყვა, „სან მამესზე“ ფრე (1-1), ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ვილიარეალის“ ძლევა (4-2).
ცნობისათვის, მადრიდელები დიდებულად გამოიყურებიან „კოპა დელ რეიზეც,“ სადაც ახალ წელს ჩატარებული 6 თამაშიდან 6-ვე მოიგეს, თანაც ისე, რომ გოლი არ მიუღიათ საკუთარ კარში.
RealMadrid.Com
- 15 თებერვალი 2014
- 2 983
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.