"რეალი" გიუნდოგანის გამოჯანმრთელებას ელოდება

"რეალი" გიუნდოგანის გამოჯანმრთელებას ელოდება


როგორც ჩანს, მადრიდული გრანდი გერმანელ ნახევარმცველს არ ივიწყებს და ტრავმის მოშუშებისთანავე მის შეძენას გეგმავს.

გელზენკირხენელი ნახევარმცველი, შესანიშნავად ირჯებოდა "დორტმუნდის ბორუსიის" რიგებში წინა წელს და ერთ–ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. ასეთი საოცარი თამაშის შემდეგ, "რეალმა" გადაწყვიტა, ჩაბი ალონსოს შემცვლელად, გუნდოგანი მოეყვანა გუნდში, მაგრამ კლოპი გიოტცეს "ბაიერნში" გაშვების შემდეგ, კლუბის წამყვან ფიგურას ვერ შეელია და მტკიცე უარით გაისტუმრა თეთრების დელეგაცია. როგორც უცხოური საინფოორმაციო წყაროები წერენ, "ბლანკოსსა" და "ბორუსიას" შორის დაიდო პაქტი, რომლის მიხედვითაც ილკაი გუნდოგანი კლუბში ზაფხულში უნდა გადმოვიდეს, მაგრამ მისმა ტრავმამ და ექიმების დაუზუსტებელმა დიაგნოზმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს ტრანსფერს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, 13 აგვისტოს მიიღო უმძიმესი ტრავმა და დღემდე ლაზარეთშია, ხოლო ექიმები გამოჯანმრთელების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

წყარო: marca.com

  • nick2010
  • 14 თებერვალი 2014
  • 1 684
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (154)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)