რონალდოს "ბარსელონასთან" გამარჯვება უნდა
კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, აზრი არ აქვს ანგარიშს, მთავარი გამარჯვებაა...
პორტუგალიელს ძალიან უნდა ითამაშოს კვირას კამპ ნოუზე, სადაც სუპერ კლასიკო შედგება. როგორც მოგეხსენებათ რონის ტრავმა სრულად მოურჩა, მაგრამ სათამაშო ფორმაში ჩადგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ შეიძლება თავიდანვე არ ჩართოს თამაშში პელეგრინიმ.
56 დღიანი შესვენების შემდგომ რონალდო გუშინ დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც გამოსვლისთანავე დაიწყო ულამაზესი ფინტების ჩვენება და გოლის გატანაც შეეძლო. იგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"მე მალე დავიღალე, რადგან 100%_ით მზად არ ვიყავი სათამაშოდ, მაგრამ ყველაფერი ნორმაში სულ მალე ჩადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ისეთ დონეზე გავაგრძელებ ტრავმის შემდეგ თამაშს, როგორსაც სეზონის დასაწყისში ვაჩვენებდი. იმედია ბედიც გამიღიმებს და კარგად დავეხმარები "რეალს" წარმატებების მიღწევაში."
"მე ძალიან მინდა ელ კლასიკოში თამაში, ეს ჩემი ოცნებაა, მე ხომ არასოდეს არ მითამაშია ასეთ სუპერ დაპირისპირებაში. პირადად ჩემთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ სუპერ კლასიკო სულ სხვაა... ამაზე ყველა განსაკუთრებულად საუბრობს, არაბუნებრივად ლამაზი ფეხბურთი იქნება კვირას კამპ ნოუზე."
პორტუგალიელმა ასევე დასძინა, რომ მისთვის მთავარი გოლის გატანა არ იქნება "ბარსას" კარში:"ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდმა გამარჯვება მოიპოვოს... თუ მართლაც მოვიგებთ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება."
"ორივე გუნდს შესანიშანვი ფეხბურთელები ჰყავს, ასე, რომ შემადგენლობის მხრივ სრული თანაფარდობაა. გუშინ ვერ გავიტანე, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა, ჩემს სიტყვას მომავალ შეხვედრაში აუცილებლად ვიტყვი. მე არ ვფიქრობ 1–0, 2–0, 2–1, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა და იმას მნიშვნელობა არ აქვს რა ანგარიშით მორჩება შეხვედრა."
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
ავტორი: Kevlisha
- 26 ნოემბერი 2009
- 2 112
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.