ზიდანი: "ლუკას წარმატებისთვის ყველაფერი აქვს"
ზიდანი თავის შვილზე საუბრობს, რომელიც "მადრიდის რეალის" ერთ-ერთი ასაკობრივი კლუბის მეკარეა.
ლუკას მომავალი
"ლუკა ძალიან ბევრს მუშაობს და შრომობს, მას უდიდესი ნიჭი აქვს და შეუძლია დიდ წარმატებებს მიაღწიოს ფეხბურთში. მას დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ერთია ნიჭი და მეორე შრომა. უნდა იშრომოს და რაც მთავარია, მოთმინების უნარი უნდა ქონდეს. მას ყველაფერი წინ აქვს, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა , ის მხოლოდ 16 წლისაა. მისთვის ეხლა მთავარია, რომ ივარჯიშოს, ივარჯიშოს და ბევრი ისწავლოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო ფეხბურთში."
მეკარეობის მოწოდება
"როცა ერთხელ ვარჯიშიდან სახლიდან მოვეედი , გადავწყვიტე, რომ ენცოსთან ერთად მეთამაშა ფეხბურთი. მაშინ ლუკა კარში დავაყენეთ და კარგადაც გაისარჯა. შემდეგ მითხრა, რომ მოსწონს მას ეს საქმიანობა და მიყვა კიდევაც მეკარეობას."
- 14 თებერვალი 2014
- 1 955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.