ვარანმა ტესტი ჩააბარა
ვარანს სრულად გამოჯანმრთელების საკითხი ბოლო ეტაპზეა.
კალდერონზე გამართული შეხვედრის მომდევნო დღეს, ვარანეს გამოკვლევა ჩაუტარეს მუხლზე, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხბურთელის დაზიანებული მუხლი კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად კარლო ანჩელოტის შეუძლია, რომ ფრანგი ფეხბურთელი რეგულარულად გამოიყენოს.
რაფა თავს უკეთესად გრძნობს და მის სრულად გამოჯანმრთელებას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ თავად კლუბში არ სურთ მოვლენების დაჩქარება და ყველაფერს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ. სწორედ აქედან გამომდინარე, შესაძლოა "ხეტაფესთან" შეხვედრაში ფრანგმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს.
- 14 თებერვალი 2014
- 1 767
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.