იგუაინისა და არბელოას კომენტარები
"ციურიხთან" მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა გონსალო იგუაინმა და ალვარო არბელოამ კომენტარები გააკეთეს. ორივე ფეხბურთელი გახარებული იყო გამარჯვებით.
იგუაინი: "მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება"
"საუბარია დროზე. ფაქტიურად ახალი გუნდი ვართ და დრო გვჭირდება შესათამაშებლად. ვფიქრობ, პირველად მნიშვნელოვანი იყო პირველ ადგილზე ვყოფილიყავით ორივე ტურნირზე. ახლა კი უფრო უკეთესაც ვითამაშებთ".
"ვცდილობთ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. დღეს კარგად ვითამაშეთ. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მეკარე კარგად თამაშობდა. მნიშნელოვანია, რომ კარგ ხასიათზე ვართ კვირის მატჩისთვის".
"გვსურს მუდამ კარგად ვთამაშობდეთ. "ბარსელონასთან" აუცილებლად გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ. თამაშის ყველა ასპექტი უნდა გამოვასწოროთ".
"ვფიქრობ მწვრთნელი ყველაფერს სწორად აკეთებს. გუნდი ორ ტურნირზე მონაწილეობს. პელეგრინის ჩვენი დიდი იმედი აქვს".
"ელ კლასიკოში" ვეცდებით ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთოთ. დარჩენილ დღეებში ვივარჯიშებთ, რათა კარგად ვიყოთ მომზადებულები".
"მთავარი ისაა, რომ ყველა მატჩებში ვიმარჯვებთ. გახარებულნი და მორალურად ძალიან ამაღლებულნი ვართ".
არბელოა: "მშვიდად ვართ, რადგან შედეგს ვაღწევთ"
"გუნდი ბოლო დროს კარგად გამოიყურება. გუნდი მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევს".
"თუ ვერ გამოიყენებ შანსებს, დაისჯები. ამ გუდნს შეუძლია უფრო კარგადაც ითამაშოს. კმაყოფილნი ვართ, რადგან ვაღწევთ სასურველ შედეგებს".
"ვფიქრობ გუნდს სჭირდება შეთამაშება. ფეხბურთელებს შორის ადვილად უნდა იყოს გაგება. არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მოხარული ვართ ჩვენი თამაშით".
"ვფიქრობ და სურვილიც მაქვს, რომ "კამპ ნოუზე" სულ სხვა "რეალს" ვიხილავთ. "ბარსელონასთან" სულ სხვა მატჩი იქნება. ძალიან მოტივირებულები ვართ".
"ბარსელონასთან" ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გვყავს საუკეთესო შემადგენლობა და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 26 ნოემბერი 2009
- 1 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.