„ლოკომოტივი“ 74-78 „რეალი“
სამეფო თასის მოპოვების შემდეგ, მადრიდელები ევროლიგაზე გადაერთვნენ.
„რეალის“ კალათბურთელები მოსკოვში ჩაფრინდნენ და „ლოკომოტივ კუბათან“ გამართეს შეხვედრა.საინტერესოა, რომ მასპინძლებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს ბურთის გათამაშება და პირველი მეოთხდეის დასრულებამდე 10 ქულით გაექცნენ მეტოქეს, თუმცა პარკეტზე სერხიო როდრიგესი შემოვიდა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (23-18).მეორე მეთხედი, მთლიანად ესპანელების უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტიც კი გამოდგა შეხვედრაში.ლასოს შეგირდებმა 9 ქულით ჩამოიტოვეს მოწინააღმდეგე (13-22), ხოლო დარჩენილ 2 მეოთხედში, ყაიმი გაგორდა (შესაბამისად, 18-18 და 20-20).საბოლოოდ , 74-78 დაფიქსირდა ტაბლოზე.
მატჩის გარმორჩეული მოთამაშის წოდება სერხიო როდრიგესმა მოიგო.მან 16 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასსა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი.
იხ. მოთამაშეების სტატისტიკა:
ევროლიგის ტოპ 16-ის F ჯგუფი:
- 13 თებერვალი 2014
- 1 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.