ხესე: „მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო მწვრთნელის ნდობა“
სათამაშო წუთების სიმცირის გამო, ხესემ „ვისენტე კალდერონზე“ სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლო, თუმცა ახალგაზრდა წინახაზელს 3 მარტს მიეცემა ამის საშუალება.
მირანდასგან მიღებული დარტყმა: „განვლილ მატჩში, იყო რაღაცები რაც არ მომეწონა, თუმცა ყველა ფეხბურთელს თავისი სტილი აქვს.“
მიღებული მხარდაჭერა: „ყველას მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის.მწვანე მინდორზე უნდა დავამტკიცო ყველაფერი.“
მიზანი: „მუდამ მეტს ვითხოვ საკუთარი თავისაგან და მუდამ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ.კარგ კონდიციებში ვიმყოფები და პარალელურად, აღჭურვილი ვარ, ზიზუს, ანჩელოტის, პოლ კლემენტესა და თანაგუნდელების ნდობით.არ აქ მნიშვნელობა, სასტარტოში ვიდგები თუ შეცვლაზე შემოვალ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო შანსი.“
ზიზუს ფაქტორი: „ის ყოველდღიურად ზრუნავს ჩემს განვითარებაზე.ჩემთვის მნშვნელოვანი ადამიანია.“
რონალდუს სანთებელა ესროლეს: „ეს უპატივცემულობაა მის მიმართ.საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია.“
მშრალი სერია თასზე: „მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალეთ გამოვდივართ.იმედია, გზიდან არ გადავუხვევთ, რათა უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდეთ.“
მომავალი მეტოქე: „რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა „ბარსა“ - „რეალი“ განსაკუთრებული სანახაობა იქნება.“
AS
- 12 თებერვალი 2014
- 1 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.