ვარანი: „სრულყოფილად ვიასპარეზეთ“
დიდხნიანი პაუზის შემდეგ სასტარტოში დაბრუნებული ვარანი, ძველი დამაჯერებლობით გამოირჩეოდა.ფრანგი მოხარულია თამაშით და კომფორტულად გრძნობს თავს.
„90 წუთის განმავლობაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი.ერთი სიამოვნებაა, როდესაც დიდი ხნის უქმობის შემდეგ კვლავ გააგორებ ბურთს.“
„ჩემი აზრით, სრულყოფილად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავედით ფინალში.ვინ იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე, ამას მნიშვნელობა არ აქ.მთავარია, რომ თასის აღმართვა შევძლოთ.“
„რონალდუს ინციდენტს არ შევსწრებივარ, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა.“
„დაუბრკოლებლად ვიასპარეზე და ვნახოთ, როგორი იქნება მუხლის რეაქცია მომდევნო დღეების განმავლობაში.თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა მეთამაშა.გუნდისთვის ნებისმიერი მოთამაშე მნიშვნელოვანია, ამიტომაც მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.“
RealMadrid.Com
- 12 თებერვალი 2014
- 1 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.