9 წლიანი ბატონობა

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო სამყაროში სულ მალე ფინანსური ფეირ-პლეის შეზღუდვა დამკვიდრდება, ბაზარი მაინც განაგრძობს ზრდას. მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი კლუბის შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 8% -ით გაიზარდა და შეადგინა 5.4 მილიარდი ევრო. Deloitte ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის ეს თანხა 6 მილიარდს მიაღწევს.

საინტერესოა, რომ ტოპ 30 ყველაზე მდიდარი კლუბიდან ყველამ გამოიმუშავა 100 მილიონზე მეტი. პირველი კლუბი საფეხბურთო ისტორიაში, რომლის შემოსავალმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს 1996/97 წლებში გახლდათ ''მანჩესტერ იუნაიტედი ''

ვითარება დღეისათვის შეცვლილია. ზედიზედ 9 წელია მადრიდის ''რეალი'' ლიდერობას ინარჩუნებს და რაც მთავარია ყოველწლიურად შემოსავლებში შეინიშნება მატება.

9 წლიანი ბატონობა



შემოსავლების მხრივ მეორე ადგილს ამ მომენტისათვის კატალონიის ''ბარსელონა'' იკავებს და ჩამორჩენა 36,3 მილიონ ევროს უდრის.

9 წლიანი ბატონობა


მიმდინარე წელს რეიტინგში მცირე რევოლუცია დაფიქსირდა. მიუნხენის ''ბაიერნმა'' მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ჩამოიტოვა. მანკუნიელთათვის ეს ცუდის მანიშნებელია, რადგან პირველად ისტორიაში გუნდმა სამეული დატოვა. ექსპერტების ვარაუდით საგანგაშო ინგლისელთათვის არაფერია, რადგან გერმანელების წარმატება მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, ,რაც გასულმა ტრიუმფალურმა წელმა განაპირობა. სავარაუდოდ მომდევნო სეზონში ''იუნაიტედი'' კვლავ დაუბრუნდება სამეულს.


9 წლიანი ბატონობა


მანჩესტერელთა დაქვეითება იმანაც განაპირობა, რომ ისინი მალევე გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ყველაზე შემოსავლიან გუნდებს სათავეში ჩაუდგეს, რადგან მათ ''შევროლესთან'' ზღაპრული კონტრაქტი გააფორმეს, რომლის გათვალისწინებითაც შვიდი წლის მანძილზე 559 მილიონ დოლარს ჩაიჯიბავენ, ამას დამატებული Aon - ის 15 მილიონი ფუნტი ყოველწლიურად. Deloitte -ის ვარაუდით ინგლისელები 2013/14 წლის შემოსავლების მხრივ ''ბარსელონას'' გადაუსწრებენ.


ბოლო პერიოდში კოლოსალური თანხების დახარჯვის შემდეგ ''პსჟ'' ყველაზე შემოსავლიან კლუბებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. მათ ჩამოიტოვეს ისეთი გიგანტები როგორებიც არიან : ''არსენალი'', ''ჩელსი'' და მანჩესტერ ''სიტი''. პარიზელებს ბრწყინვალე კომერციული შეთანხმებების საფუძველზე სიაში წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ. Emirates, Nike, Qatar Tourism Authority, Panasonic, McDonalds, Microsoft ეს იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომლებიც ''პსჟ''- თან თანამშრომლობენ.
9 წლიანი ბატონობა


აღნიშნულ ხუთ ლიდერს ფეხდაფეხ მოჰყვებიან ინგლისური კლუბები : ''არსენალი'', ''ჩელსი'', ''სიტი'' , ''ლივერპული'' მე -12 და ''ტოტენჰემი'' მე-14. რეიტინგში მოხვდნენ თურქული გუნდებიც ''გალათასარაი'' მე-16, ''ფენერბახჩე''მე-18.

დანარჩენ კლუბთა შემოსავალი


9 წლიანი ბატონობა


აღსანიშნავია, რომ ოცეულის 7 კლუბს აფინანსებს ევროპული ბიზნეს კორპორაცია, 4 - აშშ, 3- აზია.

მოედანზე გულშემატკივრის დასწრებიდან შემოსული თანხების მხრივ ლიდერობს ''მანჩესტერი ''


1. «Манчестер Юнайтед» – 127,3 млн евро
2. «Реал» – 119 млн евро
3. «Барселона» – 117,6 млн евро
4. «Арсенал» – 108,3 млн евро


ტელეგაყიდვები : ''რეალი''

1. «Реал» – 188,3 млн евро
2. «Барселона» – 188,2 млн евро
3. «Ювентус» – 166 млн евро
4. «Милан» – 140,9 млн евро


რეკლამები

1. «ПСЖ» – 254,7 млн евро
2. «Бавария» – 237,1 млн евро
3. «Реал» – 211,6 млн евро
4. «Манчестер Юнайтед» – 177,9 млн евро



9 წლიანი ბატონობა


9 წლიანი ბატონობა

  • Stifler
  • 10 თებერვალი 2014
  • 3 631
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (154)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)