მიროტიჩი ტურნირის MVP გახდა
ესპანეთის სამეფო თასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკოლა მიროტიჩმა.
ფინალურ პაექრობაში „კულეებთან,“ ჩერნოგორელმა კალათბურთელმა ორმაგ დუბლს მოუყარა თავი (17 ქულა და 11 მოხსნა), ხოლო მისი საშუალო მონაგარი სამმატჩიანი გათამაშების განმავლობაში, შემდეგნაირია: 16 ქ. და 6.3 მ. აქედან გამომდინარე, ნიკოლამ ტურნირის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) წოდება არავის დაუთმო.
„ძალიან გახარებული ვარ.ჩვენ დამსახურებული ჩემპიონობა მოვიხვეჭეთ, რომელსაც მრავალრიცხოვან ქომაგებს ვუძღვნით.იმედია, ეს ტიტული სხვა აღაირებებსაც მოგვიტანს“ - დასძინა ნამატჩევს მიროტიჩმა.
RealMadrid.Com
- 10 თებერვალი 2014
- 1 405
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.