მადრიდელთა მშრალი სერია შეწყდა
"სამეფო კლუბმა" 27 ნოემბრის შემდეგ, პირველად გაუშვა გოლი "ბერნაბეუზე"
ლა ლიგის 23_ე ტურში "რეალმა" შინ "ვილიარეალს" უმასპინძლა.აღნიშნული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოო ანგარიში 4–2 დაფიქსირდა.
თეთრები 2–0 იგებდნენ, როდესაც მარიო გასპარის უძლიერეს გასროლას, ექსტრაორდინალური გოლი მოჰყვა და მადრიდელთა მშრალ სერიას წერტილი დაესვა.
ამ დრომდე "სამეფო კლუბს" ბერნაბეუზე, 725 წუთიანი მშრალი სერია ჰქონდათ.
მათ ბოლო გოლი 27 ნოემბერს გაუშვეს, როდესაც გალათასარაის თავმსხმელმა უმუთ ბულუთმა, შეძლო მადრიდელთა კარის აღება.
აღნიშნული სერია მეკარეებს შორის ასე ნაწილდება: იკერი - 413 წუთი, ხოლო დიეგო ლოპესი - 312 წუთი შინ გაშვებული გოლის გარეშე.
წყარო: Marca.com
- 9 თებერვალი 2014
- 1 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.