ხესეს, ბეილისა და მოდრიჩის საღამო

კარლო ანჩელოტის დარიგებულებმა, საკუთარ კედლებში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩაძირეს.

შუა კვირაში თანაქალაქელებთან დაძაბული და დამღლელი ბურთაობის შემდეგ, „რეალს“ მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი „ვილიარეალი“ დაუპირისპირდა, რომელთანაც პირველ წრეში ყაიმი (2-2) ჰქონდა გაგორებული.

როგოც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა არცთუ ისე სწრაფ ტემპში დაიწყეს თამაში.შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თვალ-ყურს ვადევნებდი მადრიდული დერბის მესამე ტაიმს, რამეთუ „თეთრებში“ გამოწყობილები ისეთივე დამაჯერებლად აგორებდნენ ბურთს, როგორც რამდენიმე დღის წინ.ცხადია, სტუმრები მაქსიმალურ პრესინგზე ვერ გადავიდოდნენ და რამდენიმესვლიანი პასებიც დაიწყო.

ბეილი ნაყოფიერად დაბრუნდა
მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაციის გამო, რონალდუ ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს, თუმცა ამას პანიკა სულაც არ შეუქმნია.ლაზარეთიდან გამოწერილი უელსელი, პროდუქტიულად დაბრუნდა.შეხვედრის პირველ ნახევარში, მჭიდრო თამაშის წყალობით, მეტოქეს შეცდომა დააშვებინა და ანგარიშიც გახსნა, ხოლო რამდენიმე წუთში კი, ფლანგიდან ცრუ მოძრაობებით გაირღვა, ჩააწოდა და იქ უკვე ბენზემამ იყოჩაღა.მეორე ტაიმში ცოტათი ინერტულად გამოიყურებოდა გარეთი, მაგრამ ეს აშკარად მორჩენილი ტრავმის გამო.საერთო ჯამში, დადებითი კოეიფციენტი ჩაიწერა აქტივში და გუნდის გამარჯვებაშიც ლომის წვლილი შეიტანა.

უიღბლო მარცხენა მცველები
მე-18 წუთზე, ვიზავისთან შეჯახების შედეგად, მარსელოს დარჩა შესაცვლელი.ბრაზილიელმა წელი აიტკივა და მის ნაცვლად კოენტრაუმ გააგრძელა ასპარეზობა, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, თუ რატომ, ალბათ, პრესკონფერენციაზე იტყვის კარლიტო.

გოლი გასახდელში
2 ბურთიანი სხვაობის წაყვანის შემდეგ, მადრიდელი კვლავ გადაცემების რეჟიმში გადავიდნენ და ტაიმის ბოლოს, ცოტა არ იყოს „ყვითლებს“ დაუთმეს უპირატესობა.მათი ქმედებები ხიფათის მომასწავებელი არ ყოფილა, თუმცა 43-ე წუთზე, კოეს დასაცავ არეალში, თანაგუნდელმა მარიოს შეუგორა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ყუმბარისებულად დაურტყა ლოპესს.

ილიარა, როგორც ჩაბი
ახალგაზრდა ბასკი პროგრეს განაგრძობს და ნელ-ნელა მასწავლებელს ემსგავსება.შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთის განმავლობაში უშეცდომო იყო და გაბედულად აკეთებდა, როგორც მოკლე, ასევე გრძელ პასებს.მას თავისუფლად შეუძლია, რიგ მატჩებში ჩაბისის ამოსუნთქვის საშუალება მისცეს.

მეორე ტაიმი
მიუხედავად ანგარიშის შემცირებისა, „თეთრები“ ჩვეული თავდაჯერებლობით გამოვიდნენ მწვანე მინდორზე მწვრთნელის 15 წუთიანი მითითებების შემდეგ.ისინი მაღალპროცენტიანი უპირატესობით აგორებდნენ ბურთს და ერთი შეხედვით, მორიგ გოლს ამზადებდნენ.

ჭკვიანი ხესე
ალბათ, თქვენც გაოცებულნი ხართ, თუ საიდან აქვს ამხელა საფეხბურთო ინტელექტი 20 წლის ფეხბურთელს, რომელმაც ერთი-ორჯერ სოლო რეიდიც განახორციელა რონალდუს ფრთაზე.გამომდინარე, იქედან, რომ თამაში ძირითადად ცენტრში მიდიოდა, ან მარჯვნივ, როდრიგესსაც შედარებით ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, თუმცა 64-ე წუთზე მოსული შანსი, მაინც არ გაუშვა ხელიდან.კანტერანოსის კვლავ ანხელიტომ დაუხაზა ჩინებული ასისტი და „ოციანმაც,“ თავის სტილში, ძალისმიერს, ჭკვიანური, გამოზომილი დარტყმა არჩია.

ჯოვანის შესანიშნავი საჯარიმო
2014 წელს, მადრიდელებმა პირველი და მეორე გოლები, აუღებელი გასროლის შედეგად გაუშვეს.რაც შეეხება მესამე ბურთს, ის საჯარიმოდან მოვიდა.„ბარსელონას“ სკოლა გამოვლილმა ჯოვანიმ, დიეგოს დაახლოებით 20 მეტრიდან დაურტყა და რიკოშეტის დახმარებით, გაეხვა კარის ბადეში.

კარიმ-კარიმი
ანჩელოტის დამოძღვრილებში, არც მექსიკელის ლამაზ გოლს გამოუწვევია არეულობა/ნერვიულობა.მოედანზე შემოსულმა ჩაბიმ, კიდევ უფრო დაალაგა თამაში და 76-ე წუთზე, ფრანგმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.კარიმს საჯარიმოს მისადგომებთან ხესემ გადააწოდა პასი.დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბენზემამა კვლავ გაისროლა „შორიდან“ და არის, 4-მდე გაზარდა გუნდის სხვაობა.

უბრალოდ კლასი - ლუკა მოდრიჩი
თამაშიდან თამაშამდე, ხორვატი უფრო აყვარებს თავს მადრიდისტებს.ელეგანტური მოძრაობების, ბრწყინვალე პასებისა და ხარისხიანი თამაშის წყალობით, „ბერნაბუემ“ რამდენჯერმე შეამკო აპლოდისმენტებით ფავორიტი მოთამაშე, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა.

დაცვის წარმატებული თამაში
მიუხედავად 2 გოლისა, ადგილობრივმა მცველებმა მოწოდების სიმაღლეზე ითამაშეს.რომ არა სტანდარტული მდგომარეობა და ყუმბარისებული დარტყმა, ალბათ, კვლავ მშრალად დარჩებოდა ლოპესის კარი, რამეთუ რამოსის-პეპეს-კარვახალისა და არბელოაც კვარტეტი, მეტოქის ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდა.პოზიციური ან კონტრ შეტევით, პასპინძლებმა ნამდვილად ვერ შექმნეს საფრთხე, რამეთუ ნახსენები ოთხეული ნებისმიერ მცდელობის წამოწყებისთანავე, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა.

ფეხბურთელებისა და ფანების სინქრონი
დღევანდელ პაექრობას, 75 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო, რომლებიც მსაჯის სასასტარტო და საფინალო სასტვენებს შორის, არ გაჩერებულან.ასე იყვნენ მოთამაშეებიც, რომლებმაც დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს და ფაქტობრივად, ბოლო 10-12 წუთის განმავლობაში, მარსელინიოს შეგირდებს ბურთიც კი მოანატრეს.შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ მიმდინარე ფორმაციის მადრიდს, კონცენტრაცია საკმაოდ მაღალ დონეზე ჰყავს აყვანილი.არანაირი მოდუნება, რა ანაგრიშიც არ უნდა იყოს ტაბლოზე, მხოლოდ ბოლომდე ბრძოლა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (154)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)