კრიშტიანუ: „„დესიმას“ წელი უნდა იყოს“

სამეფო კლუბის გოლეადორთან, იტალიურმა გამოცემამ ჩაწერა ინტერვიუ.

„ლა დესიმას“ (ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი - ავტ.) მოგება: „სამეფო კლუბის გულშემატკივრები და ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასს.ცხახია, „რეალი“ ყოველთვის გამარჯვებისთვის ასპარეზობს ლიგაზე, თუმცა სხვა კლუბებიც განსაკუთრებით ეპყრობიან მას.მჯერა, რომ მიმდინარე წელი „ლა დესიმას“ იქნება.ჩვენ დიდებული შემადგენლობა და ბრწყინვალე მწვრთნელი გვყავს.ანჩელოტი საკმაოდ იღბლიანი ადამიანია და იმედია, მისი ეს თვისება ჩვენც გადმოგვეცემა.“

მეორე „ოქროს ბურთი:“ „სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.ეს იყო უნიკალური მომენტი ჩემს ცხოვრებაში.განსაკუთრებით ავღელდი მაშინ, როდესაც ჩემმა შვილმა გადაწყვიტა სცენაზე ამოსვლა.ცრემლები იყო გულწრფელი, ემოციებიდან გამოწვეული.რასაკვირველია, ღონისძიების განმავლობაში საკმაოდ ვნერვიულობდი, თუმცა ჩემი გვარის ამოკითხვის შემდეგ, ამოვისუნთქე და ბედნიერება დამეუფლა.ვფიქრობ, „ოქროს ბურთი“ ფეხბურთელისათვის ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოა.ვამაყობ, რომ ორჯერ გავხდი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი.ვნახოთ, რა იქნება მომავალში.“

მარიო ბალოტელი: „მას პირადად არ ვიცნობ და არ ვინტერესდები იმით, თუ რას აკეთებს მოედნის გარეთ.ვგონებ, კარგი ფეხბურთელია და დიდი შესაძლებლობებიც გააჩნია, რაც ნათლად ჩანს, როგორც „მილანში,“ ასევე ეროვნულ ნაკრებში.“

ევროპის მთავარი ჩემპიონატი: „გულწრფელად გეტყვით, „სერია ა“ არ მხიბლავს, თუმცა ვიცი, რომ მაღალი დონის ჩემპიონატია, რომლიდანაც ყოველთვის დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი ფეხბურთელები, როგორც ბებერი კონტინენტის პირველობაზე, ასევე მუნდიალზე.ცხადია, არ ვამბობ, რომ „კალჩიო“ ცუდია, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ პრიმერასა და პრემიერ ლიგას, თუმცა ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს აზრი შემეცვალოს.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (154)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)