მოდრიჩმა კრიტიკოსები მყისვე გააჩუმა
ლუკა მოდრიჩმა "ბილბაოსთან" ჩატარებული ცუდი თამაშის შემდეგ, კრიტიკოსები მყისვე დაადუმა და "როხიბლანკოსთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.
როგორც იცით, "სან მამესზე" გამართულ შეხვედრაში, ხორვატმა თავისი ჩვეული სათამაშო ხარისხი ვერ გამოავლინა, რის გამოც, კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს თავს. ამ ჩავარდნის შემდეგ, ლუკა ყველას აჩვენა, თუ რაოდენ ბრწყინვალე ფეხბურთელია და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გაიბრწყინა. იგი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში.თამაშის დასრულების შეემდეგ კი განაცხადა, რომ გუნდურობა და ერთობლივი მოქმედება, წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.
ლუკა მოდრიჩი პრაქტიკულად უშეცდომო ნახევარმცველია, რომელსაც ბურთის დაჭერა, კონტროლი და პასები გაკეთება იდეალურად ეხერხება.ასევე, აღსანინავია მისი შეტევითი უნარი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დიდი ხიფათი მოსდევს.
ჯერ კიდევ წინა სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, სათადარიგოდან შემოვიდა, რასაც ბრწყინვალე დარტყმა და გასაოცარი გოლი მოაყოლა.მან ყველას დაანახა, თუ რაოდენ დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მადრიდული კარიერი და საფეხბურთო კლასი.
და ბოლოს, თანაქალაქელებთნ ჭიდილში, მოდრიჩი მეკარედაც კი მოგვევლინა.71-ე წუთზე, სტუმრების მორიგ კუთხურს, გოდინის თავური დარტყმა მოჰყვა და რომ არა კარის ხაზზე მდგარი ხორვატი, კასილიასის რეკორდსაც დაღი დაესმებოდა.
წყარო: merengues.ru
- 7 თებერვალი 2014
- 2 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.