გენერალური რეპეტიცია

ესპანურმა პრესამ მეტად საინტერესო ცნობები გამოგვცა "რეალი"–"ციურიხი" მატჩის წინ.

ესპანურმა გამოცემა As-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ "ციურიხი" შეგვიძლია მივიჩნიოთ "ბარსელონას" უმცროს ძმად. საქმე იმაშია, რომ ესპანური და შვეიცარიული კლუბი დაარსა ერთმა ადამიანმა – ჰანს–მაქს გამპერმა, შემდეგში ცნობილი, როგორც ხუან გამპერი.

1986 წელს ხუან გამპერმა დააარსა "ციურიხი", როცა დააპირა კარიერის დასრულება. გამპერი ბავშვობიდანვე მოხიბლული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებით, განსაკუთრებით კი ფეხბურთით. და ისე შეუყვარდა ეს სპორტი მას, რომ კარიერის შემდეგაც არ დაუტოვებია ეს სახეობა. თავის დროზე გამპერი იყო "ბაზელისა" და "ექსელსიორის" თავდამსხმელი. ამ უკანასკნელიდან ის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო წავიდა. ამის შემდეგ ხუანმა გადაწყვიტა დაეარსებინა თავისი კლუბი. ეს მას გამოუვიდა და "ციურიხი" შვეიცარიული ფეხბურთის ერთ–ერთი ლიდერი გახდა.

ბედის ირონიით გამპერი ესპანეთში გადავიდა. ერთი წელი "ლიონში" ასპარეზობის შემდეგ ის "ბარსელონაში" წავიდა. მას მოეწონა ქალაქი და აქაც გადაწყვიტა კლუბის დაარსება. მან დაიწყო ახალი ფეხბურთელების შერჩევა კლუბისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ კი ქვეყანასა ახალი კლუბი ჰყავდა – "ბარსელონა".

ესპანური პრესა დიდ დაკვირვებას ახდენს "რეალისა" და "ციურიხის" მატჩზე. "სამეფო კლუბს" გენერალური რეპეტიცია ექნება "ელ კლასიკოს" წინ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 25 ნოემბერი 2009
  • 2 993
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)