რამოსსა და პეპეს საფრთხე ემუქრებათ
კოპა დელ რეის განმეორებით შეხვედრაში თუ სერხიო რამოსმა და პეპემ ყვითელი ბარათები მიიღეს, ისინი ფინალს გამოტოვებენ.
პეპე და რამოსი. რამოსი და პეპე. "მადრიდის რეალის" დაცვის ბურჯები. ისინი ბურჯები არიან, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ორივე მათგანს ერთი მიზანი აქვთ: კოპას ფინალის მოგება 19 აპრილს. ეს მათი მეორე ტიტული იქნება 2011 წელს "მესტალიაზე" "ბარსას" დამარცხების შემდეგ.
მაგრამ ორივე მათგანს ერთი მეტად ცუდი საფრთხე ემუქრებათ შემდეგ შეხვედრაში. იმ შემთხვევაში, თუ "კალდერონზე" გასამართ განმეორებით მატჩში მათ ყვითელი ბარათი მიიღეს, ისინი ფინალს გამოტოვებენ. ანალოგიურ სიტუაციაშია ხესე როდრიგესიც.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ ორივე მათგანი მოხსნას თამაშიდან და მათ ადგილას ნაჩო და ვარანე ათამაშოს, მაგრამ თუ ამას "ატლეტიკოს" გამარჯვება და ფინალში გასვლა მოჰყვა, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება იტალიელი სპეციალისტისთვის. შესაძლოა ერთ-ერთმა მათგანმა ითამაშოს, ხოლო მეორემ დაისვენოს. ასე უფრო დიდი შანსია, რომ ამ ორიდან ერთი მაინც ყველა ვარიანტში ითამაშებს ფინალში. ყველასთვის არასასურველი გზა კი ორივე მათგანის სასტარტოში დაყენებაა.
ამასთან დაკავშირებით რამოსმა მცირე კომენტარი გააკეთა "ბერნაბეუზე" თამაშის დასრულების შემდეგ: "მე მირჩევნია დავისვენო, ბარათი არ მივიღო და ფინალში ვითამაშო. ამ მხრივ დასვენება არ მეწყინება."
ყველაფერი კარლოს გადასაწყვეტია
- 7 თებერვალი 2014
- 2 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.