მადრიდული ფილოსოფია V.S კატალონიური იდეოლოგია
როგორც მოგეხსენებათ, ამ შაბათს დიდი დაპირისპირება გაიმართება ორ მსოფლიო გრანდს შორის... კამპ ნოუსკენ იქნება მთელი ქვეყნიერების ყურადღება მომართული, ასე , რომ ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ველით როგორც ყოველთვის.
მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ოდითგანვე ერთმანეთს მტრობდნენ ფეხბურთში. მათი საფეხბურთო ჯახი ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა, რადგან სწორედ ეს ორი გრანდი თამაშობს საუკეთესოდ მსოფლიოში. ეს კლუბები ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ გულშემატკივარს, სწორედ ეს იზიდავს ფანებს... ამჟამად კი ნამდვილი "ვარსკვლავური ომები" იქნება, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და განუმეორებელი სუპერ კლასიკო შედგება 29 ნოემბერს.
ორივე გუნდს განსხვავებული საფეხბურთო ტრადიციები და ისტორია გააჩნია, ორივესი განუმეორებელი და საინტერესო. ერთი უფრო ტიტულოვანია, მეორე შედარებით ნაკლებად, მაგრამ როდესაც ესენი ერთმანეთს უპირისპირდებიან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს წარსულს, თუ მომავალს, მთავარი დღევანდელი დღეა.
"ბარსაში" ირიცხება უამრავი ვარსკვლავი და გამოცდილი ფეხბურთელი. მათთან ბრძოლა ნებისმიერს ძალიან უჭირს, კატალონიელებმა საკუთარი ძლიერება შარშანდელ სეზონშიც დაამტკიცეს, როდესაც ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვეს. მათ შემადგენლობაში: მესი, ხავი, ინიესტა, იბრაჰიმოვიჩი არიან, ეს უდიდესი ძალაა... სამეფო კლუბმა კი ყველანაირი საფეხბურთო რეკორდი მოხსნა, მათ 2009 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე 250 მილიონი დახარჯეს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გადმოიბირეს:რონალდო, კაკა, ბენზემა, ხაბი ალონსო... ეს მართლაც შთამბეჭდავია. "ბლანკოსის" შემადგენლობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოგვრჩეს რაულ გონსალესი, რომელსაც ნებისმიერ მატჩში შეუძლია გაიბრწყინოს. იგი ხომ დიდებული თამაშებისთვის არის დაბადებული.
ამჟამად "თეთრები" ლიდერობენ ლა ლიგას, მათი მხრიდან ეს მოსალოდნელია, მაგრამ ნამდვილი ლიდერი და პირველობის ღირსი ვინ არის შაბათს გაირკვევა კამპ ნოუზე. ბევრს ბლაუგნარა ჰგონია ფავორიტი ელ კლასიკოში დღევანდელი გადასახადიდან, მაგრამ სამეფო კლუბთან ფავორიტი არ არსებობს, "თეთრები" ყველასთან, ნებისმიერ მომენტში პირველები არიან.
კატალონიელებს რამოდენიმე ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ჰყავთ, რომელთა გამოცდას და დიდებულ ასპარეზზე გამოყვანასაც ეცდება. პედრიტო, ბოიანი ეს ორი ახალგაზრდა კარგ ფორმაშია და მათგან ბევრს ელიან. აი რაც შეეხება მადრიდისტებს, მათ შემადგენლობაშიც უამრავი ახალგაზრდაა: იგუაინი, დრენტე, მარსელო... "რეალში" ეს მოთამაშეები უკვე ძირითადის ფეხბურთელებად მიიჩნევიან მიუხედავად მათი ასაკისა. ამათგან განსხვავებდებიან მესი და რონალდო, ისინიც ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ორივე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია.
არაფერი გვითქვამს კაკაზე, რომელიც რონიზეც და მესიზეც გამოცდილია. 27 წლის ბრაზილიელი ყველაზე სწრაფია საკუთარ პოზიციაზე მთელს მსოფლიოში, მის წინააღმდეგ ხავი ან ინიესტა ითამაშებენ, რომლებიც არანაკლები დონისანი არიან. კაკა შეეцდება ყველას დაანახოს, თუ რა კარგი და მნიშვნელოვანი ფიგურაა სამეფო კლუბში.
ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ ფავორიტის სტატუსს... მათგან ამორჩევა ურთულესია, "რეალიც" და "ბარსაც" საუკეთესოთა შორის, საუკეთესონი არიან. სამწვრთნელო შტაბი კატალონიელებს უფრო დალაგებული და შეკრული ჰყავს, ვიდრე მადრიდელებს. ეს რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავს, მაგრამ მთავარი ბრძოლა მოედანზე შედგება. ალბიონზე კი იქნება დაპირისპირება, მაგრამ სუპერ კლასიკოში ყველგან ომობენ დედაქალაქელები და კუნძულელები, ცაში, მიწაზე, გასახდელში, ეს მათი დაპირისპირების ყველაზე დიდი შარმია.
ამ კლასიკოს მადრიდული ფლოსოფია V.S კატალონიური იდეოლოგია დაერქვა.
ავტორი: Kevlisha
- 25 ნოემბერი 2009
- 2 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.