კაპიტანი აღმასვლას განაგრძობს
„ელ კაპიტანოს“ მშრალ სერიას დასასრული არ უჩანს.
თანაქალაქლებისაგან, პირველი და უკანასკნელი მარცხი, იკერმა 1999 წელს იწვნია და მას შემდეგ, დაუმარცხებელია.უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, „ატლეტიკოსთან“ ჩატარებული ბოლო 24 თამაშიდან, ვერავინ მოახერხა მისთვის გამარჯვების გოლის გატანა.
კასილიასი პირადი რეკორდის გაუმჯობესებასაც განაგრძობს.ახლა უკვე 772 წუთია, რაც ლეგენდის კარის ბადე არ შერხეულა.ის პირველი მეკარეა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩის განმავლობაში არ მისცა მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება.შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სამყარომ, ბოლოს, გასული წლის 27 ოქტომბერს დაინახა ბურთი კასილიასის ზურგს უკან.
ამასთანავე, „რეალი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სამეფო თასის პირველ 7 ორთაბრძოლაში გოლი არ გაუშვია.
და ბოლოს, წლეულს ჩატარებული 13 თამაშში, კასილიასს მხოლოდ 4-ჯერ დაამწუხრეს.
MARCA
- 6 თებერვალი 2014
- 3 055
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.