დრენტე შეიძლება "იუვეში" აღმოჩნდეს

როინსტონ დრენტე უკვე სამი წელია სამეფო კლუბში გამოდის... მან არც თუ ისე შთამბეჭდავი დრო გაატარა მადრიდულ გრანდში, მაგრამ ამ ბოლო დღეებში აშკარად გამოასწორა თამაში. ჰოლანდიელი ლა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანეს რამოდენიმეჯერ. ამის მიუხედავად 20 წლის ფეხბურთელი მაინც იქნება გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში შეყვანილი, იანვრის სატრანსფერო სეზონზე.

როის მიმართ ინტერესს სამი გრანდი არ მალავს "ჩელსი", "მილანი" და ახლა უკვე "იუვენტუსიც". როგორც იტალიური სპორტული ჟურნალი "Tuttosport" აცხადებს, დრენტეს მიმართ სერიოზულ დაკვირვებებს აწარმოებს ტურინული გრანდი. ჰოლანდიელის მონდომებამ და კარგმა თამაშმა ამ სეზონში ყველა დააფიქრა, მათ შორის არაესპანური დიდი გუნდებიც. როგორც ესპანელი გულშემატკივარი მოითხოვს, როი უნდა დარჩეს სამეფო კლუბში და მიეცეს მეტი სათამაშო დრო, რადგან იგი კარგ ფორმაშია. იტალიელები დიდი მონდომებით აპირებენ გადაიბირონ ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი.

ბევრი გუნდი ჰოლანდიელ გარემარბში 3 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა წინა სეზონში, მაგრამ ახლა უკვე მისმა ფასმა 13 მილიონამდე აიწია, თვითონ "ბლანკოსი" კი მის საწყის ფასს 9 მილიონს აცხადებს, მაგრამ თუ ასეთი გრანდები ჩაერთვებიან მის შეძენაში, მაშინ მისი ფასიც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს და გაიზრდება. "თეთრებს" მარცხენა ფლანგზე შესამჩნევი პრობლემები აქვთ და თუ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, როის გაყიდვა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ... ყველაფერი იანვარში გაირკვევა.



ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 25 ნოემბერი 2009
  • 3 580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)