ერნესტო სოსა : "მადრიდმა უნდა იამაყოს რეალით და ატლეტიკოთი"
ატლეტიკოს ნახევარმცველის, ხოსე ერნესტო სოსას განცხადებით მადრიდში ამ მიმდინარე და მომდევნო კვირაში საფეხბურთო ზეიმებია დაგეგმილი...
"ესპანეთის დედაქალაქს ორი უძლიერესი კლუბი ჰყავს "როხიბლანკოს" და "ბლანკოსის" სახით, ჩვენ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ იმაში, რასაც ახლა ვიმკით, ატლეტიკო ლა ლიგის ლიდერია და ისეთი გუნდები ჰყავს მდევრები, როგორებიც რეალი და ბარსელონა არიან."
"ბერნაბეუზე ნემსის ჩასაგდები არ იქნება, ამას უკვე შეგუებულნი ვართ და ვიცით, რომ ინჩასები მხარს "ბლანკოსს" დაუჭერენ, მომდევნო კვირას კი ჩვენი ქომაგების გვეიმედება."
"სანახაობრივ და დაძაბულ მატჩს ველი, დარწმუნებული ვარ ყველა იმ მითითების შესრულების შემთხვევაში, რომელსაც მწვრთნელი მოგვცემს წარმატება გარდაუვალი იქნება."
"მეტოქის ყველაზე ძლიერი მხარე ნახევარდაცვა გახლავთ, განსაკუთრებით მინდა ჩაბი ალონსო გამოვყო, რომლის გარეშეც რეალი არ არის ისეთივე სრულფასოვანი, როგორიც მასთან ერთად."
- 5 თებერვალი 2014
- 1 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.