ჩემპიონთა ლიგის კულმინაცია
დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩები. მიუნხენის "ბაიერნის" ბედი დღეს გადწყდება, ხოლო "რეალი", "მილანი", "ჩელსი" და "პორტუ" ეცდებიან ლიდერობა განიმტკიცონ თავიანთ ჯგუფებში.
გუშინდელი დღის მსგავსად დღესაც იმართება ჩემპიონთა ლიგის მატჩები. "ბაიერნის" ბედი დღეს გადაწყდება. მადრიდის "რეალი" შინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს "ციურიხს". გაეცანით ჯგუფების მდგომარეობას.
A ჯგუფი: ორი ევროპული გრანდი ცდილობს პლეი–ოფში გასვლას. "ბაიერნს" დააკლდება ფრენკ რიბერი და ლუკა ტონი, არიენ რობენს კი პრობლემები აქვს, მაგრამ ალბათ მაინც შეძლებს თამაშს. მიუნხენელებმა აუცილებლად უნდა დაამარცხონ "მაკაბი" და ასევე ყურადღებით ადევნებენ "ბორდოს" მატჩს თვალს. ფრანგულმა კლუბმა უკვე მოიპოვა პლეი–ოფის საგზური და შინ მიიღებს ტურინის "იუვენტუსს".
B ჯგუფი: "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც უკვე მოიპოვა პლეი–ოფის საგზური, "ოლდ ტრაფორდზე" მიიღებს თურქულ "ბეშიქთაშს". დიდი ბრძოლა იქნება მოსკოვში, სადაც მოსკოვის "ცსკა" უმასპინძლებს გერმანულ "ვოლფსბურგს". გერმანელები მოგების შემთხვევაში ინაღდებენ მომდევნო ეტაპზე გასვლას.
C ჯგუფი: ამ ტურში გადაწყდება თუ ვინ გავა მომდევნო ეტაპზე. თუ "რეალი" და "მილანი" მიაღწევენ გამარჯვებებს, მაშინ ისინი მოიპოვებენ პლეი–ოფის საგზურს. "მარსელს" არ უთქვამს ბოლო სიტყვა და ეცდება იტალიაში მიაღწიოს წარმატებას.
D ჯგუფი: ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია. "ჩელსიმ" და "პორტუმ" უკვე მოიპოვეს მომოდევნო ეტაპის საგზურები. ახლა ბრძოლა მიდის პირველი ადგილისთვის. "ატლეტიკო" კვიპროსში ეცდება დაამარცხოს "აპოელი", რათა გავიდეს ევროპის ლიგაზე.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 25 ნოემბერი 2009
- 3 785
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.