„წყალქვეშა ნავის“ საკადრო პრობლემები
მოგეხსენებათ, პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩავა სტუმრად.
„ვილიარეალის“ დამრიგებელს „ოსასუნასთან“ მატჩმა თავსატეხი შეუქმნა, რამეთუ ცენტრალურმა ნახევარმცველმა პინამ მეხუთე ყვითელი მიიღო, ხოლო გუნდის მთავარმა მეგოლე უჩემ კი ტრავმა, რომელიც „რეალთან“ დაპირისპირებამდე ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
ამასთანავე, გარკვეული პრობლემები აქვთ ბრუნო სორიანოს, მუსაკიოსა და კარლოს სანჩესს.ერთი სიტყვით, „ყვითლების“ ლაზარეთში სერიოზული მატებაა და თუ კვირის ბოლომდე სიტუაცია არ შეიცვალა, ისინი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩავლენ მადრიდში.
MARCA
- 4 თებერვალი 2014
- 1 859
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.