მენდეში: „კრიშტიანუ უკვე ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად“
სამეფო კლუბის „შვიდიანის“ საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, ABC-ის რონალდუს შესახებ ესაუბრა.
რონალდუს პროგრესი: „კრიშტიანუ ყველა კლუბში მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა მადრიდში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფეხბურთელი პროგრესისა და გაუმჯობესების გზას ადგას.მისი მონდომება და ყოველდღიურად თავდაუზოგავი ვარჯიში სანიმუშოა.“
რონალდუს ცხოვრება: „შეიძლება ითქვას, რომ კრიშტიანუ ფეხბურთისთვის არსებობს.ის ცდილობს იყოს საუკეთესო მამა, საუკეთესო მეოჯახე და საუკეთესო მოთამაშე.მასზე დიდი პროფესიონალი არ მეგულება.არასოდეს თაკილობს ვარჯიშს და ყოველთვის მიზანსწრაფულია.სწორედ ამიტომაც აქვს 2 ოქროსსაგან დამზადებული ბურთი.“
რონალდუ „მანჩესტერში“ და რონალდუ „რეალში:“ „მან საკუთარი ეპოქა შექმნა, როგორც ინგლისში, ასევე ესპანეთში.ჩემთვის, რონალდუ მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელია.“
რეკორდსმენი რონალდუ: „ვგონებ, კარიერის დასრულებამდე, ყველანაირ რეკორდს დაამხობს სამეფო კლუბში.“
რონალდუს 1 დღე: „კრიშტიანუ ადრე იღვიძებს და სავარჯიშოდ მიდის, რის შემდეგაც საუზმობს.აღსანიშნავია, რომ მას მკაცრად აქვს განსაზღვრული კვების რაციონი.დღის განმავლობაში 1-2 საათს ცურვას უთმობს, ხოლო შემდეგ შვილთან ურთიერთობას.საღამოს ოჯახთან ერთად ვახშმობს და დაახლოებით 11 საათისთვის იძინებს.“
ჩემპიონთა ლიგა: „მის სურვილს წარმოადგენს, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვება.რა თქმა უნდა, ჩემპიონთა თასს ერთ-ერთ მნიშვნელოვანია დგილი უკავია კარიერაში.“
მომავალი ფეხბურთელი რონალდუ ჯუნიორი: „ის მხოლოდ 3 წლისაა, თუმცა შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით.“
მადრიდს შეუძლია ლიგის მოგება: „რასაკვირველია, ამჟამინდელ „რეალს“ ტრიპლეტის შესრულების რესუსრსიც გააჩნია.“
გარეთ ბეილი: „ვფიქრობ, ის დიდი ფეხბურთელია და წარმატებისთვის ყველანაირი პირობა აქვს.“
AS
- 4 თებერვალი 2014
- 1 759
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.