მეზობლების კოშმარი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იკერი „რეალის“ ერთგვარი თილისმაა მადრიდულ დერბიში.
როდესაც „ელ კაპიტანო“ იცავს კარს, „თეთრები“ „როხიბლანკოსთან“ არ აგებენ.არც მეტი არც ნაკლები, 14 წელია, რაც კასილიასს თანაქალაქელებისგან მარცხი არ უგემია.სხვადასხვა სეზონებში, მსოფლიოში საუკეთესო კიპერს ფორლანი, აგუერო, ტორესი და ფალკაო უტევდნენ, თუმცა ვერცერთმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.
მართალია, ბოლო პერიოდში „ატლეტიკო“ უფრო თამამად ეთამაშება მეზობლებს (2-1 ფინალში და 0-1 პრიმერაში), მაგრამ ნახსენები მოგებებს, იკერის ფონზე არ ჩაუვლია.
კასილიასის ირგვლივ სხვა ინტრიგაც სუფევს - უკვე 658 წუთია გრძელდება მისი მშრალი სერია.27 ნოემბრის შემდეგ (4-1 „გალათასარაისთან“) „ელ კაპიტანოს“ კარს ვერავინ ლაშქრავს.ამასთანავე, „რეალი“ ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე „კოპა დელ რეიზე“ ბურთი არ მიუღია.ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება კასილიასის რეკორდი.
MARCA
- 4 თებერვალი 2014
- 2 248
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.