დერბისთვის მზადება დასრულებულია
მადრიდის რეალი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და დასკვნითი სავარჯიშო სესია გამართა, ფეხბურთელები მადრიდული დერბისთვის ემზადებიან, რომელიც ხვალ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება...
იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს სხვადასხვა დავალება მისცა. პირველ რიგში გუნდი ორად გაიყო და ბურთთან ერთად სხვადასხვა და ვარჯიში შეასრულა.
კასტიელთაგან დღევანდელ ვარჯიშზე ლუკასი და ხოსე როდრიგესი ირჯებოდნენ.
იკერ კასილასს, დიეგო ლოპესსა და ტომას მეხიასს მეკარეთა მწვრთნელი, უილიამ ვეკი ამზადებდა "როხიბლანკოსთან" შეხვედრისთვის.
გარეთ ბეილი მწყობრშია და იგი 100%-ით დაიხარჯა, უელსელ მოთამაშეს სამეფო თასის 1/2 ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდა ნახევარმცველი კაზემირო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა მიიღო.
რაც შეეხება სამი ხედირას, გერმანელი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგეგმილზე ადრე დაბრუნდეს, ნახევარმცველი ინტენსიურად გადის აღდგენით პროცესს.
- 4 თებერვალი 2014
- 1 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.