„გაწითლებული“ რონალდუ დერბიში ითამაშებს
პორტუგალიელი გოლეადორი „სან მამესზე“ გააწითლეს.
ბასკებთან დაპირისპირების 75-ე წუთზე, რონალდუ მეტოქესთან არასპორტული კონტაქტის გამო გააძევეს.შეიძლება ითქვას, აღნიშნულ ეპიზოდში კრიშტიანუმ აისა გომესს საფუძველი მისცა წითელი ბარათის აფრიალებისა, თუმცა გაუგებარია, რატომ დარჩა დაუსჯელი გურპეგი, რომელმაც ხელის მირტყმით პროვოკაციაზე წამოაგო „რეალის“ „შვიდიანი.“
საინტერესოა, რომ კარიერის განმავლობაში, მსაჯმა უკვე მერვედ მიუთითა კრიშტიანუს გასახდელისკენ (4 მანჩესტერში და 4 ბლანკოსში).
ცნობისთვის, პრიმერაში მიღებული წითელი, სამეფო თასზე არ ვრცელდება.აქედან გამომდინარე, ოთხშაბათს გასამართ მადრიდულ დერბიში, პორტუგალიელი მონაწილეობას მიიღებს.
AS
- 3 თებერვალი 2014
- 4 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.