„ვალიადოლიდი“ 83-105 „რეალი“
ესპანეთის „ენდესა“ ლიგაში მადრიდული მანქანა შეუჩერებელია.
მე-18 ტურის ფარგლებში, მადრიდელები „ვალიდოლიდს“ ესტუმრნენ.თავდაპირველად, თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და დიდ შესვენებაზე, სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა „თეთრების“ სასარგებლოდ (49-52).მწვრთნელისაგან მითითებების მიღების შემდეგ, მადრიდელები გააქტიურდნენ და საკმაოდ ნოყიერად შეუტიეს მეტოქის ფარს.საბოლოოდ, საფინალო სირენასთან ერთად, ტაბლოზე 83-105 დაფიქსირდა.
საინტერესოა, რომ შეხვედრის ყველაზე ღირებული კალათბურთელი, ვეტერანი ფელიპე რეიესი გახდა.ამ უკანასკნელმა 16 ქულას, 6 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იასპარეზა სერხიო ლულმა (20 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი).აღნიშნული მოთამაშეების გარდა, მადრიდელთა მხრიდან კიდევ 4-მა მოაგროვა 10 ქულა და მეტი.
(5i - სასტარტო ხუთეული, Min - პარკეტზე გატარებული წუთი, pts - ქულა, 2FG - 2 ქულიანი, 3FG - 3 ქულიანი, FT - თავისუფალი სროლა, FC - დაჯარიმდა, FW - მასზე დაჯარიმდნენ, REB - მოხსნა (საკუთარ ფარზე - მეტოქის ფარზე), AS - გადაცემა, TO - დაკარგვა, St - ჩაჭრა, Bm - დაფარება, PIR - მარგი ქმედების კოეფიციენტი).
იხ.კალათბურთელების სტატისტიკა:
იხ.„ენდესა“ ლიგის ცხრილი:
- 1 თებერვალი 2014
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.