მადრიდულ დერბიში გომესი დაადგინეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის განსჯა კლოს გომესს დაავალა.
აღსანიშნავია, რომ არაგონელი რეფერი არასასიამოვნო პიროვნებაა მადრიდისტებისათვის, რამეთუ მის სახელთან საკმაოდ ბევრი შეცდომა ასოცირდება.ერთ-ერთი უკანასკნელი უსამართლო გადაწყვეტილება, მიმდინარე სეზონში პამპლონაში გამართული მატჩის დროს მიიღო, როდესაც მწვანე მოედნიდან რამოსი გააძევა.ანდალუსიელს მეორე ყვითელის გამო მოუწია თამაშიდან გასვლა, არადა აპელაციის შემდეგ, სერხიოს შესაბამისმა კომიტეტმა პირველი გაფრთხილება მოუხსნა.
სწორედ გომესი უძღვდებოდა შარშანდელი სამეფო თასის ფინალს, სადაც „თეთრებმა“ თანაქალაქელებთან წააგეს, ხოლო რონალდუს და მოურინიოს ნაადრევად მოუწიათ გასახდელში გასვლა.
საინტერესო გამოდგა მის მიერ წაყვანილი მადრიდული დერბი 2008/09 წლების სეზონში, „ვისენტე კალდერონზე,“ სადაც ჯერ კალეხონს არ ჩაუთვალა თამაშის წესებით გატანილი გოლი, ხოლო შემდეგ ნისტერლოი მოედნიდან გააძევა.ასეთივე ბედი გაიზიარა 1 წლის შემდეგ რამოსმაც.
მსაჯმა მოურინიოს დიდი გულისწყრომა დაიმსახურა „სევილია“-„რეალის“ თამაშის შემდეგ.ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, „განსაკუთრებულმა“ გომესის 13 შეცდომა (მისი გუნდის საწინააღმდეგოდ) წარუდგინა ჟურნალისტებს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ერთი სიტყვით, პატივცემული კლოსი საკმაოდ ხშირად უშვებს შეცდომებს „თეთრებთან“ მიმართებაში.იმედია მომავალ პაექრობას ობიექტურად და სამართლიანად გაუძღვება.
MARCA
- 1 თებერვალი 2014
- 3 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.