„სან მამესზე“ გამარჯვების იმედად
ბასკები საბრძოლველად ემზადებიან.
მართალია, მადრიდელებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში სტატისტიკა გამოასწორეს „სან მამესზე,“ თუმცა ისტორიულად, ბასკეთში თამაში არასასიამოვნო მოვლენაა დედაქალაქელებისათვის.მიუხედავად კოლექტივის შესაძლებლობისასა, ბილბაოელები ყოველთვის გაათმაგებული ძალებითა და მონდომებით პექრობენ „თეთრებთან.“ამის მიზეზი ერთია, მათ არ უყვართ მადრიდი.
კათედრალად წოდებულ საფეხბურთო არენაზე, „რეალს“ 82-ჯერ აქვს ბურთი გაგორებული.აქედან მხოლოდ 29 გამარჯვება, 16 ფრე და 37 წაგება.ბურთების შეფარდებაც მასპინძლების სასარგებლოდაა - 136:123-ზე.
როგორც ხედავთ, ზემოთ მოყვანილი ციფრები ცოტა არ იყოს უსიამოვნოა, თუმცა სტუმრად გამართულ ბოლო 10 დაპირისპირებაში, „ბლანკოსმა“ 7-ჯერ დაამარცხა „ატლეტიკი.“აღსანიშნავია, რომ მოურინიოს ეპოქაში, „მერენგებმა“ სამივეჯერ ერთი და იგივე ანგარიშით მოიგეს (0-3).
ვნახოთ, როგორ იასპარეზებენ ანჩელოტის დამოძღვრილები.
- 1 თებერვალი 2014
- 2 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.