პერესი: „გვინდა, რომ ახალი სტადიონი გლობალურ სიმბოლოდ იქცეს“
მოგეხსენებათ, დღეს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია შედგა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია GMP-იმ და L35 Ribas-მა, მომავლის სტადიონის მაკეტი წარადგინეს, რომლის განხორციელების შემდეგაც, ყოფილი „ჩამარტინი“ საუკეთესო საფეხბურთო არენა გახდება პლანეტაზე.
„ბუნებრივია, წარმოუდგენელი იქნებოდა სამეფო გუნდის მიღწევები „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეშე.სტადიონის მოდერნიზაციის მოდელი სტრატეგიული ნაბიჯია თანამედროვეობისაკენ.მისი რეკონსტრუქცია და გარდაქმნა კლუბის ახალი გამოწვევაა.სწორედ „ბერნაბეუს“ ლომის წვლილი მიუძღვის, რომ „რეალის“ ყველაზე წარმატებული სპორტული ინსტიტუტია.ჩვენმა საფეხბურთო სახლმა და დი სტეფანოს შეძენამ, „ბლანკოსის“ ლეგენდა შეცვალა.21-ე საუკუნის „სანტიაგო ბერნაბეუ“ იქნება პრივილეგირებული და საამაყო დაწესებულება კლუბის წევრებისათვის“ - დასძინა პერესმა
„დაახლოებით 8 წლის უკან, „რეალმ მადრიდ სითი“ გავხსენით, ხოლო რამდენის დღის წინ დავესწარით ღონისძიებას, რომელიც მთლიანად შეცვლის კლუბის აწმყოსა და მომავალს.ახალი რეზიდენციები წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის და უპრეცედენტოა პროექტია სპორტულს სამყაროში.„ბერნაბეუ“ ქალაქის ნამდვილი ღირშესანიშნაობაა, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს“ - დაამატა „ბლანკოსის“ პირველმა პირმა.
„ჩვენი სურვილია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ საუკეთესო სტადიონი გაქცეს მსოფლიოში და „რეალის“ ქომაგებს უკეთესი პირობები შევუქმნათ.თავისი საუკეთესო ადგილმდებარეობით, საფეხბურთო არენა გლობალურ სიმბოლოდ იქცევა.“
RealMadrid.Com
- 31 იანვარი 2014
- 2 979
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.